“ელექტროენერგიის მოვარდნამ გამოიწვია ის, რომ რამდემი მოსახლეს დაუზიანდა საყოფაცხოვრებლო ნივთები: ტელევიზორები, მაცივრები და არცერთი თქვენი თანამშრომელი არ მისულა ამ ადამიანებთან და არ გაუკეთებია განმარტება იმის შესახებ თუ რა გაკეთდებოდა. გამოვიდა, რომელიღაც პიარის თანამშრომელი და გააკეთა განცხადება, რომ შეიქმნებოდა კომისია.
მე თქვენ გავალებთ ბატონო ილია (უთხრა ილია ელოშვილს) რომ დღესვე დაიწყოთ მოკვლევა ამასთან დაკავშირებით და ყველა იმ ადამიანს ვისაც ტექნიკა აქვთ დაზიანებული კომპანიის საშუალებით, რადგან ამათი ბრალი იყო ეს ყველაფერი აღუდგინოთ ტექნიკა და თუ აღდგენა არ მოხერხდა ახალი შევუძინოთ,” _ თქვა კახა კალაძემ.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს და ვრცელ მასალას ხვალ შემოგთავაზებთ.