პროფესიით იურისტი სხვადასხვა წლებში მუშაობდა იუსტიციის საბჭოში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე მუშაობდა კანონშემოქმედებითი მიმართულებით. მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ნოვაციები დღემდე არის რეგლამენტირებული საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ინსტიტუტი, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პაკეტი და ა.შ. 2013 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილედ. ამჟამად, არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
სამეცნიერო სტაჟირებები ვახტანგ მჭედლიშვილს გავლილი აქვს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (FU) და ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ).
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 30 დეკემბრის N30/12/01 განკარგულებით გამოცხადდა. კონკურსში 14 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.