აპარატის სამსახურს გოჩა გაბუნია უხელმძღვანელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კოტე ლომიძე დაინიშნა. ეკონომიკური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იოსებ ხახალეიშვილი იქნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური დარჩა. რაც შეეხება თანამშრომელთა რაოდენობას, რეორგანიზაციის შედეგად მათი რიცხვი არ შემცირებულა.
გუბერნატორის გადაწყვეტილებით სამხარეო ადმინისტრაციაში, თანამშრომლების ნაწილი უვადოდ დაინიშნება, ხოლო ნაწილი კონკურსის წესით შეირჩევა. რაც შეეხება თანამშრომლების შესარჩევ კონკურსს, ის სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და კომისიის თავმჯდომარე თავად იმერეთის გუბერნატორო იქნება.