რა მიზეზით გადაიდო ატესტაცია, როდის უნდა ჩატარდეს კონკურსი და რამდენმა თანამშრომელმა დაწერა ამ ეტაპზე განცახდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამ კითხვებით “გურია ნიუსმა” გუბერნატორს ოფიციალურად მიმართა.
_ მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ დაასრულა “სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 და “საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთვარობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილების შესაბამისად სტრუქტურული რეორგანიზაცია.
ადმინისტრაციის 12 მოსამსახურე, საკუთარი სურვილის (განცხადების) თანახმად, დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ხოლო 3 მოსამსახურე დაექვემდებარა ატესტაციას.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შტატების შემცირების გამო, გათავისუფლდა 7 მოსამსახურე, ხოლო ატესტაციას დაექვემდებარა 13 მოსამსახურე. ატესტაცია ჩატარდება მიმდინარე წლის 29 იანვარს.
_ კონკურსი როდის ჩატარდება?
_ რაც შეეხება კონკურსის ჩატარების თარიღს, ფორმებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და პროცედურებს, იგი განისაზღვრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ და გაიმართება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
დღევანდელი მდგომარეობით ატესტაციას დაექვემდებარა 15 მოსამსახურე, ხოლო კონკურსი უნდა გამოცხადდეს 30 ვაკანტურ თანამდებობაზე. ვაკანტურ თანამდებობათა ზუსტი რაოდენობა განისაზღვრება ატესტაციის პროცედურების დასრულების შემდეგ, _ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა გურიის გუბერნატორის პრესსამსახურმა.