"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად, ნატალია ხომერიკი ინიშნება.
ხომერიკის დანიშვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე ადასტურებს.
ნატალია ხომერიკი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე – 2008 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრში მასობრივი ღონისძიებების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად, 2012 წელს დაინიშნა ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ასევე, არის ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ "მუხამბაზის" ხელმძღვანელი.