ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ, წინასაახალწლოდ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე დიდი რაოდენობის პრემიები დაარიგა, რაც ჯამში 125 065 ლარს შეადგენს.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ახლი წლისთვის, პრემიის სახით 2 360 ლარი ჩაერიცხათ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი კვერღელიძეს – 1 615 ლარი, საკრებულოში არსებულ ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს : ალექსანდრე გოგოძეს – 1280, გოჩა კილაძეს – 1280, შალვა დოლიძეს – 1280 ვლადიმერ ვადაჭკორიას – 1280, ზაზა გობრონიძეს – 1280, ლელა საჯაიას – 1280, შოთა ართმელაძეს – 1280, ეროდი გორდელაძეს – 1280, მიხეილ გოგოტიშვილს – 1280, გელა ჩავლეიშვილს – 1280 ლარი დაერიცხათ პრემიის სახით.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს: გივი ყაზაიშვილს – 560, რუსუდან ხაბეიშვილს – 560, იაკობ დოლიძეს – 750, ნანა თავდუმაძეს – 950, ნათელა ლომჯარიას – 750, მაია ნარსიას – 560, ავთანდილ გოლიაძეს – 750, ცირა მდინარაძეს – 560, მაია ლუცენკო – 380, ნადია ტრაპაიძეს – 380, ქეთევან ჭელიძეს – 560, ზაზა თავაძეს – 560, ნორა მდივანს – 560, ტარიელ ჩხარტიშვილს – 560 , ანა მუქბანიანს – 560, ნარი მუჯირს – 560, ბადრი თავდუმაძეს- 560, ნათელა ზედგინიძეს – 560, ბექა ფუტკარაიას – 560, ნანა უგრეხელიძეს – 560, თემურაზ ჩავლეშვილს – 560, ანა უთალიშვილს – 560 ლარი ჩაერიცხათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ წინასაახალწლოდ პრემიის სახით 32 ათას 795 ლარი გასცა.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე სულ გაცემულია 92 ათას 270 ლარის პრემია.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებს, დაკისრებული უფლებამოსილების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერ სამსახურისათვის, მიეცათ პრემია ერთი თვის სარგოს ოდენობით", – აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს 2 360 ჩაერიცხა, მოადგილეებს: არჩილ ყაზაიშვილს – 13 80 ლარი, ალექსანდრე ყველაშვილს – 1380, გიორგი ღურჯუმელიძეს – 1380 ლარი დაერიცხათ.
სამსახურის უფროსებს: ხათუნა სურგულაძეს – 950, ბადრი გობრონიძეს – 950 ლარი, გიორგი ჩაგანავა – 950, გია მამაკაიშვილს – 950, ლაშა თავაძეს – 950, მაიზერ ცელაძეს – 950, ნატალია ხომერიკს – 950, ილია ლეჟავას – 950, გიორგი ხარაბაძეს – 950 ლარი.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, სია ასე გამოიყურება:
ვასილ ქარჩავა – 750, ნანა ხომერიკი – 800 , ელენე სურგულაძე – 520, ნინო მახარაძე – 800, მზევინარ სალუქვაძე – 530, მარინა გორდელაძე – 530, გერმანე ჭანუყვაძე – 800 , თამარ ბაქანიძე – 530, კლიმენტი ცერცვაძე – 530, თამარ ლომთათიძე – 530, მიხეილ შილაკაძე – 800 , მარინა ქერქაძე – 800 , ნათია ვაშალომიძე – 800, სულიკო ნიკოლაიშვილი -530, ქეთევან სანიკიძე – 530, ზაზა ცინცაძე – 800, ეკატერინე სირაძე – 800, ვახტანგ ვაშაყმაძე – 800, თამაზ ლომჯარია – 800, თამარ ცხომელიძე – 530, მალხაზ გორგოშიძე – 800, პელაგია კალანდაზე – 530 , გოჩა აბაშმაძე – 800, აივაზ ბერიძე – 530, რევაზ გუდაძე – 530, თამაზი ცერცვაძე – 530, პაატა ვაშალომიძე – 530 , ნინო გაბუნია – 530, შოთა სარიშვილი – 530, ციალა სირაძე – 530, გიორგი თავართქილაძე – 800, ბადრი რუსიეშვილი – 800, გიორგი სალუქვაძე – 530, ლილი როყვა – 530, ნანა მელაშვილი – 530, ნათელა ტუღუში – 530, ნუნუ მამუკელაშვილი – 530, თედო მენაბდე – 530, გრიგოლ შახოვი – 530 , ამირან გირკელიძე – 800, მაკა ბეგიაშვილი – 530 , ნინო დარჩია – 530, მარინა დარჩია – 530, ელიკო დოლიძე – 800 , ტამარ ბაბილოძე – 530, თედორე ბურჭულაძე – 800, ხათუნა ჯაბუა – 800, ქეთო დამენია – 530 თამარ აროშიძე – 530, ხათუნა თაყაიშვილი – 530, გიორგი თოიძე – 530, აკაკი ღლონტი – 530, ნენსი კიკვაძე – 530, ეკატერინე მგელაძე – 800, ლევან ლეჟავა – 530, ნანა კილაძე – 530, დარეჯან გოგოტიშვილი – 530, ნინო ერქომაიშვილი – 530, მიხეილ ბოლქვაძე – 530, სოზარი კაკრიაშვილი – 530, გოჩა შარაშენიძე – 900 , ქეთევან ჯინჭარაძე – 900, მარო დარჩია – 900, მიხეილ ცქვიტიშვილი – 900, ტარიელ ანთაძე – 900, დავით ხინიკაძე – 900, მერაბ ჭელიძე – 530, ბესიკ ლომინაძე – 900, როლანდ ხუნდაძე – 900, ბადრი ჯაველიძე – 900, ზვიად მიქელაძე – 900, ემზარ ბერიძე – 900, ილია თავაძე – 900, მერაბი ბერიძე – 900, ზურაბ ტუღუში – 900, დავით რობაქიძე – 900, გოჩა ჭეფხოძე – 900, ვასილ ღლონტი – 900, ომარი დოლიძე – 900, ვალერიან ჯინჭარაძე – 900, დავით ჭანუყვაძე – 900, გაგა ცხომელიძე – 900, სპარტაკ მამულაშვილი – 900, მერაბ სალუქვაძე – 900, ჭაბუკი ანდღულაძე – 530, დაჩი ხინთიბიძე – 530, პავლე ჭყონია – 800, თენგიზ ჩიჩუა – 800, რევაზ ცქვიტინიძე – 530, გელა ტუღუში – 530, კონსტანტინე ჩიკაშუა – 530, აკაკი ჩანჩიბაძე – 900, გრიგოლ კოსტავა – 900, პაატა ნიკოლაიშვილი – 900, ლაშა ფირცხალაიშვილი – 530, გურამ ბერძენიშვილი – 530, თეა კუპრაძე – 800, დავით ღლონტი – 530, თამილა ნაჭყებია – 530, გოჩა სირაზე – 900, ქეთევან კვაჭანტირაძე – 800, ბადრი კვირკველია – 530, ვერიკო ვაშაკიძე – 450, შალვა ელიაძე – 650, ნატაშა ლომაძე – 450, დავით ნინიკაშვილი – 700, რამაზ ზოსიაშვილი – 700, თამარი დარჩია – 530, მზევინარ ჯინჭარაძე – 430 ლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე "გურია ნიუსთან" ასეთ კომენტარს აკეთებს:
"პრემიებთან დაკავშირებით, ეს მოხდა პირველად, ამ ადამიანებს სჭირდებოდათ მოტივაცია, მათ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ამ ყველაფრის პრეზენტაციას, თუ რა შევძელით, რა გავაკეთეთ ამ ოთხი თვის განმავლობაში. გეტყვით პირდაპირ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ უარს ვამბობთ პრემიებზე, არც გვაქვს გათვალისწინებული, ეს იყო წინასაახალწლოდ მათი შრომისუნარიანობის გაზრდისთვის, ისინი მუშაობენ დატვირთულ რეჟიმში და ეს საჭიროა მათთვის".