ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის, ნატალია ხომერიკის ინფორმაციით, დღეს ღამის 12 საათზე მუნიციპალიტეტის 28 სოფელი ახალი წლის შემობრძანებას ფოირვერკით შეხვდება.
"წელს იქნება განსხვავებული ფორმატი და გადავწტყვიტეთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 სოფელი ახალი წლის დადგომას ფოირვერკით შეხვდეს", _გვითხრა ნატალია ხომერიკმა.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად აღნიშნავს კალანდის დღესასწაულს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ კალანდობას ოზურგეთში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩამოვიდეს.