საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზივი: სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იური ვაზაგაშვილი “მეორე არხის” ჟურნალისტებს შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მისი შვილის მკვლელობის რამდენიმე უცნობი დეტალი უნდა გაემხილა.
“არგუმენტების დროში” მეორე არხის გადაცემა “გამომძიებელი რეპორტიორის” ჟურნალისტები საუბრობენ სკანდალურ და ბურუსით მოცულ მკვლელობაზე.
ლია ტოკლიკიშვილი: “საღამოს 8 საათზე ჩვენ უნდა შევხვედროდით იური ვაზაგაშვილს და მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე უნდა ჩაეწერინებინა, ეს მან სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა.”
“ორშაბათს, საზოგადოება „კორტების ოპერაციაში“ მონაწილე ყველა იმ პოლიციელის ვინაობას გაიგებს, რომლებიც დღეს შსს-სა და პროკურატურის მაღალჩინოსნები არიან”.
“იური ვაზაგაშვილმა გაგვაფრთხილა, რომ ეს ძალიან ბევრ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული”
“იური ვაზაგაშვილის სიკვდილთან ერთად, ის ერთადერთი მოწმე დაიკარგა, რომელმაც აღიარა, რომ ჩვენება ფიზიკური ძალადობის შედეგად მიაცემინეს, ახლა კი მზად იყო ეთანამშრომლა გამოძიებასთან”
Developed By Web Features 2024 © All rights reserved