ვიქტორ საბაშვილი:
_ ეს ცოტა რთული კითხვაა. ვხედავ, რომ მდგომარეობა ცოტათი გაუარესდა, ცოტათი მოიმატა კრიმინალმა, მაგრამ ყველა საქმე იხსნება.
ვლადიმერ ლომჯარია:
_ ვერ ვგრძნობ, რომ გაუარესდა. ჩემი აზრით, უფრო სტაბილიზაციისკენ მიდის.
ოთარ ნაცვალაძე:
_ ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ნამეტანი დაცულები რომ არ ვართ, ცხადია.
ქეთინო კაპანაძე:
_ შვილების და შვილიშვილების პატრონი ვარ _ მინდა, მშვიდობა იყოს ქვეყანაზე,. უსაფრთხოდ ყოფნაზე რა გითხრათ, ოზურგეთში საგანგაშო არაფერი შემიტყვია.
ნატო მიქაუტაძე:
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას ვერ ვგრძნობ. არც შემინიშნავს მსგავსი რამ. აქ სტაბილურად არის ყველაფერი და სხვა ქალაქებში რა ხდება, არ ვიცი.
ზინა შათირიშვილი:
_ ცოცხალი რომ არ ვიყო, ის ჯობია. ყველაფრის გვეშინია უკვე. საჭმლის და წამლის პური არ აქვს ხალხს. არ ვიცით, რომელ ერთზე უნდა ვიფიქროთ და რომლის უფრო გვეშინოდეს.
ვალენტინა ტრაპაიძე:
_ არ ვიცი. ვერ გავიგე ვერაფერი.
გია ხვინჩიაშვილი:
_ რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა და შიშის გრძნობა ნამდვილად არ მაქვს.