ჩვენი ინფორმაციით, გასულ უქმეებზე საფეხბურთო კლუბ "გურიას" ოფიციალური და არაოფიციალური საიტები დაუდგენელმა პირებმა გატეხეს. გატეხვის შემდეგ ორივე საიტის ადმინისტრატორად ვინმე ბექა ნარიმანიძე დაფიქსირდა, ხოლო ოფიციალური საიტის ადმინისტრატორი პაპუნა ვადაჭკორია და გულშემატკივართა საიტის ადმინისტრატორი სალომე გურგენაძე "ახალმა ადმინმა" შესაბამისი საიტების რედაქტორებად გადაიყვანა და მათ საიტის მართვის უფლებაც ჩამოერთვათ.
აღნიშნულ საკითხზე "გურია ნიუსი" თავად სალომე გურგენაძეს შეეხმიანა, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"ვერაფერს გეტყვით, პაპუნა ვადაჭკორიამ გამაგებინა ეს ამბავი, არც ბექა ნარიმანიძე ვიცი ვინაა და საერთოდ რა ხდება ვერ გამიგია", – განაცხადა გურგენაძემ.