სამი წლის ბიჭმა მამა და ორსული დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ნიუ მექსიკოში გუშინ მოხდა. 9 მმ-იანმა ტყვიამ მამაკაცის სხეულის კუნთოვან ნაწილში გაიარა და ქალს მხარში მოხვდა. ბავშვმა იარაღი ქალის ჩანთაში აიპადის ძებნისას იპოვა.
"როიტერის" ინფორმაციით, მშობლებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. თუმცა, ორივე მათგანი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდნენ. ბიჭის 8 თვის ორსული დედა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მამა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვის მშობლები შესაძლოა დაუდევრობის ბრალდებით გასამართლდნენ. 3 წლის ბიჭს სისხლის სანართლის პასუხისგებაში მიცემა არ ემუქრება.