რეგიონებში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მხარის გუბერნატორებმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მხარის რწმუნებულებმა მთავრობის მეთაურს რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს კონკრეტული დავალებები, რათა რეგიონებში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს წარმოების განვითარებას და მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები მოკლე ვადებში გადაიჭრას.