საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს და ამავე კომიტეტის წევრს, თინათინ ხიდაშელს, მადლობის წერილები გამუგზავნეს ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ არიევმა და უკრაინის პარლამენტის წევრმა ანდრეი ლოპუშანსკიმ.
,,ბატონო თედო, მსურს დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა. ნება მიბოძეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის სახელით მადლობა გადაგიხადოთ კანონიერებისა და სამართლიანი პოზიციის მხარდაჭერისთვის კენჭისყრის დროს „რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებების რატიფიკაციის" 2034 რეზოლუციაზე. ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება ასამბლეის მხრიდან, რომ ის ერთგულია კანონის უზენაესობის და დემოკრატიის. უკრაინის დელეგაცია კვლავ ადასტურებს სწრაფვას, გაგრძელდეს დიალოგი ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, ხოლო ევროპაში სტაბილურობის დასამყარებლად. ნება მიბოძეთ, ასევე მუდმივად შეგატყობინოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ"- წერს ბატონი ვლადიმირ არიევი.
,,ქალბატონო თინათინ, უკრაინის ევროპული პარტიისა და სრულიად უკრაინის მოქალაქეების სახელით, ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ ,,უკრაინელ დევნილთა და იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციის მხარდაჭერისათვის. ევროპული ქვეყნების ასეთი ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას რუსეთის პოზიციისადმი მაშინ, როდესაც ასე აშკარაა საერთაშორისო წესრიგის რღვევის საფრთხე. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ჩვენ, როგორც უკრაინის ევროპული პარტია, მზად ვართ ყველა საჭირო ღონისძიების გასატარებლად. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროსაბჭოში დავიკავოთ ძლიერი ლიბერალური პოზიცია" -ნათქვამია ანდრეი ლოპუშანსკის წერილში.