26 იანვარს ჭადრაკის დარბაზში სტარტი აიღო 2015 წლის ჩემპიონატმა ნარდში, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სოფლებისა და წარმოება-დაწესებულებების მონარდეები. ჩემპიონატი 2 თებერვალს დამთავრდა და გამოვლინდა გამარჯვებულები: სიხარულიძე დავითი გოგოლესუბნიდან პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილზე დაბის წარმომადგენელი გონერი ბარამიძე, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი პაატა ბერიშვილი.
გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიამ, საკრებულოს წევრმა გოჩა ჯიქიამ. ჩემპიონატში ასპარეზობდა ერთადერთი ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი, რომელმაც სიგელი და საჩუქარი დაიმსახურა.
გამარჯვებულებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს და სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ღონისძიებას ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი გია მამაკაიშვილი ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩემპიონატს ყოველწლიური დატვირთვა ექნება, რაც კიდევ უფრო დააკმაყოფილებს ნარდის მოყვარულთა ინტერესებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved