ერთიან ეროვნულ გამოცდებს არჩევით საგნად სამოქალაქო განათლება დაემატა.
სამოქალაქო განათლების გამოცდის ტესტი ღია და დახურულ შეკითხვებს მოიცავს. ტესტი შედგება 30 შეკითხვისგან. მაქსიმალური ქულა 60-ია. მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 25%, ანუ 16 ქულა.
ტესტის წერის ხანგრძლივობა 3 საათია. ტესტი შედგენილია სახელმძღვანელოზე დაფუძნებით. როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, ის მასალა, რომელიც მე-9 – მე-10 კლასებში ისწავლება სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების მიხედვით, სავსებით საკმარისია გამოცდის ჩასაბარებლად.
ერთ-ერთი დავალებაში წარმოდგენილია ილუსტრაცია, რომლიდანაც აზრი უნდა გამოიტანოს აბიტურიენტმა. ანუ მას ამ ილუსტრაციის ანალიზის გაკეთება მოეთხოვება.
გამოცდაზე ასევე დასაწერი იქნება პროექტი, რის კეთებასაც მოსწავლეები უკვე სწავლობენ სკოლებში. დავალებაში გარკვეული ინფორმაცია იქნება მოცემული პროექტზე და აბიტურიენტმა უნდა გახადოს ის სრულყოფილი.
თუ რა ფორმის დავალებები იქნება კიდევ გამოცდაზე, ამის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცვენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.