სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წლის იანვარში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.