ავტომობილებს თორიუმზე (მძიმე ნაკლებრადიაციული მეტალი) მუშაობა რომ შეეძლოთ, მათი ავზის შევსების საჭიროება არ იარსებებდა. ამ შემთხვევაში, ავტომობილები საწვავის გათავებამდე ადრე დაძველდებოდნენ. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, აღნიშნული ავტომობილის კონცეფცია უკვე გამოჩნდა ავტოინდუსტრიაში.
კომპანია Laser Power Systems-მა შექმნა ავტომობილის კონცეფცია, აღჭურვილი ძრავით, რომელიც მენდელეევის სისტემის III ჯგუფის ელემენტის მძიმე, ნაკლებ რადიაქტიული მეტალით, თორიუმით მუშაობს. თორიუმი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მეტალია: 1 გრ. თორიუმი შეიცავს 20 მლნ-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ანალოგიური წონის ნახშირის ნატეხი, და უფრო მეტი ენერგიის გამოყოფა შეუძლია, ვიდრე 28000 ლიტრ ბენზინს. სწორედ ეს ხდის თორიუმს ენერგიის იდეალურ წყაროდ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები სულ უფრო ხშირად დგამენ ნაბიჯებს ახალი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების კონცეპტების შექმნისკენ. კომპანია Tesla Motors-ი რამდენიმე წელია აქტიურად აწარმოებს ელექტრომობილებს, ელექტრომობილების წარმოების ფერხულში აქტიურად ჩაება სხვა ავტომწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა: Mitsubishi Motors-ი, Citroen-ი, BMW, Renault-ი და სხვა. ასევე Toyota 2016 წელს გეგმავს მსოფლიოში პირველი, წყალბადის ავტომობილის სერიულად წარმოებას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved