ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, საკრებულოს დეპუტატებმა განცხადებით მიმართეს, რომლებიც სადეპუტატო უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
აღნიშნულ განცხადებას ხელ 41 დეპუტატი აწერს.
"გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ დეპუტატების მიერ წერილში არ არის დასაბუთებული თუ რატომ და რისთვის უნდა მოემატოთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
"ჩემთვის მიუღებელია, მსგავსი რამ, ფაქტს ვადასტურებ, არსებობს ნამდვილად წერილი, მაგრამ რა ხარჯზეა საუბარი, ეს არ ვიცი, მე შევხვდი თითოეულ დეპუტატს, მაგრამ მათ ვერ დამისაბუთეს თუ რატომ უნდა მოხდეს გაზრდა სადეპუტატო უფლებამოსილების, ამიტომ მიიღეს ჩემგან უარი, ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში არ დადგება", _ გვითხრა დავით დარჩიამ.