"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, 21-23 მარტის პერიოდში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება.
_ დეტალური ინფორმაცია, თუ რომელს მოწამვლავენ ამ სამი ადამიანიდან, არ მაქვს. ისინი სააკაშვილმა უკვე გაწირა. მას გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამვლა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში, _ განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში" საუბრისას.
მისივე ინფორმაციით დაგეგმილია ფიზიკური თავდასხმა დეპუტატ გიორგი კანდელაკზე:
_ "მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაქსიმალურად იყოს დაცული მერაბიშვილის, ახალაისა და უგულავას უსარფრთხოება და მიმართონ პრევენციის ზომებს", _ განაცხადა ირმა ინაშვილმა, რომლის თქმით, არ არის გამორიცხული გეგმის განხორციელება ციხის თანამშრომლის მოსყიდვის გზით მოხდეს.