კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბალის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე 30 დეციბალის ფარგლებში, დღეს პარლამენტში შევა.
ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოსახლოება შეწუხებულია მთელი რიგი დაწესებულებიდან გამოსული ხმაურით, ჩვენ შევიმუშავეთ ნორმები სხვადასხვა უწყებებთან და მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო ვარიანტზე შევჯერდით, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. დღეს მივმართავ პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი დაარეგულიროს შსს-ს საპატრულო პოლიციამ 1 ოქტომბრიდან და აღნიშნული სამართალდაღვევის გამოვლენის შემდეგ, ადგილზევე მოახდინოს პირთა დაჯარიმება", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ფიზიკური პირი დღის საათებში ხმაურის გადამეტებისათვის დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი – 500 ლარის ოდენობით. ღამის საათებში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი – 1 000 ლარის ოდენობით. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.ამის შესახებ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.