ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებულები, აქციას მართავენ.
საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ, მათთან ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იმყოფებოდა, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსულებს და აქ შესახლებულებს, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობის დატოვება მოსთხოვა.
შეგახსნებთ, რომ ყოფილი საავადმყოფოს შენობა უსახლკარო მოსახლეობამ წინასაარჩევნოდ დაიკავა, ისინი აცხადებენ, რომ მათი აქ შესახლება ხელისუფლების მხრიდან ნებით მოხდა.