როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილის პირველი გადაცემა ტელეარხ GDS-ზე კვირას, 20.30 საათზე გავა.
ივანიშვილის თქმით, გადაცემა ანალიტიკური იქნება და საზოგადოებას "კვალიფიციურ ანალიზს" მიაწვდის.
"კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა. ტრაგედიას არ ვხედავ, ამის შესრულება რომ მომიწიოს", _ აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.