ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველმა საჯარო სკოლამ საიუბილეო ღონისძიებები, რომელიც სკოლის 130 წლისთავს ეძღვნებოდა, გააუქმა:
_ ამ დიდი ტრაგედიის, ჩვენი რაიონის საამაყო ახალგაზრდის დაღუპვის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი ღონისძიებები გაგვეუქმებინა.
ივლიტა, ცოტა ხნით ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო და თითოეულ ჩვენგანს ეამაყებოდა ეს.
ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და ამ ნაბიჯით ვეცადეთ სოლიდარობა გამოგვეხატა.
მით უმეტეს, რომ კონცერტების ხასიათზე არავინაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ წილოსანმა.
სკოლის 130 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 24-25 ივნისს უნდა გამართულიყო. როგორც წილოსანმა გვითხრა, სავარაუდოდ, იუბილეს სექტემბერში აღნიშნავენ.