საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2015 წლის აგვისტო საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
2015 წლის აგვისტოში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1463 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 43%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.82%.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2015 წლის აგვისტო შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
2015 წლის აგვისტოში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2278 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1293 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.76%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.28%.
2015 წლის იანვარ-აგვისტო – საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 23550 დანაშაული, რომელთაგან 13307 დანაშაულ იგაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.51%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.55%.
2015 წლის აგვისტო – შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით
2015 წლის იანვარ-აგვისტოში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 16619 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11007 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.23%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%.