საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად პოლიტოლოგი გიორგი გვიმრაძე დაინიშნა.
გიორგი გვიმრაძე წელიწადნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს და მაუწყებლის ახალი სტრატეგიისა და გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის თანაავტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გასული წლის სექტემბრამდე სოფო მოსიძე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსასამახურის უფროსი გახდა. მის მოვალეობას აქამდე ლაშა მიქაძე ასრულებდა.