რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, სირიის მხრიდან, თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, BBC თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მხრის მტკიცებით, ინციდენტი სანავიგაციო შეცდომის გამო მოხდა.
როგორც ცნობილია, მომხდარის გამო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფერიდუნ სინირლიოღრუ თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს და ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს ესაუბრა, გარდა ამისა, რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა თურქეთში, მომხდარს "უგუნური და შემაშფოთებელი" უწოდა.
მისივე განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის გვერდით არიან.