კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015", რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ.
კონფერენციაზე, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველი ორგანოს დააჯილდოება ცოტა ხანში გაიმართება.
ოფიციალური ინფორმაციით საუკეთესო მუნიციპალიტეტებს შორის ჩოხატაურიც მოხვდა "ტურისტული პოტენციალის კვლევის და მონაცემთა ბაზის შექმნისთვის".
რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტებებს, საუკეთესოების სტატუსი მათ შემდეგი პრაქტიკისთვის დაიმსახურეს: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი _ ენერგოეფექტურობა; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი: 1 – აღურიცხავი ქონების რეგისტრაცია; 2. მონიტორინგის ელექტრონული სისტემა; ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი _ საგარეო ურთიერთობებით მიღწეული შედეგები; ბორჯომის მუნიციპალიტეტი _ საინფორმაციო უზრუნველყოფა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტი _ ინკლუზიური პროგრამა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი _ უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი _ პოლიეთილენი–დიოქსინ–ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით; მარნეულის მუნიციპალიტეტი _ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა.