რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში, პოექტის "რეგიონული მედია ახალგაზრდების ინფორმირებისა და განათლებისთვის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია ბობოხიძემ გახსნა და მედიის წარმომადგენლებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
პროექტის დირექტორმა, ნატო გუბელაძემ კი, 6-თვიანი პროექტი შეაჯამა, რის შემდეგაც, კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მედია პროექტის გამარჯვებულები გახდნენ: "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი და გაზეთ "21-ს ქვევით" ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე.
გამარჯვებულები ასევე არიან: ნატალია ცისკარაშვილი "კახეთის ხმა", ნინო ბექაური, გაზეთი "დიდგორელები"; ნინო კაპანაძე, "ჩემი ხარაგაული".
ესეების კონკურსში კი, ბათუმში მცხოვრებმა ანი დოლიძემ გაიმარჯვა.
გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.
რაც შეეხებათ, პროექტში მონაწილე სხვა ჟურნალისტებს, სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გასცეს, ხოლო რეგიონული მედიის ასოციაციის სახელით, რეგიონული მედიის გაზეთების რედაქტორებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების შემდეგ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მამულაშვილმა 2015 წლის პროექტების მოკლე მიმოხილვა გააკეთა, ხოლო "სამხრეთ კარიბჭის" დამფუძნებელმა ლელა ინასარიძემ რეგიონული მედიის ასოციაციის ახალი ვებ-გვერდი წარადგინა.
შეხავდრას ესწრებოდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელიც