საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს არასწორია.
ივანიშვილი ფიქრობს ეს ეს პოსტი ყოფილი პრემიერისთვის "მომხიბლავი" არ იქნება.
_ თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ, რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს. გარდა ამისა, თუ მას სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში, არამედ სხვა გუნდში, მას თავისუფლად შეუძლია ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი. მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო, _ განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ის ეთერში საუბრისას.