დაახლოებით, ექვსი ათასი ლარის ჰიგიენური საშუალებები ეს არის პირველი ტენდერის შედეგი, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატმა მიმდინარე წელს უკვე გააფორმა.
ბათუმური კომპანია "ტრეიდინგ სერვისი" რეგიონის მთავრობის აპარატს უმაღლესი ხარისხის ტუალეტის ქაღალდს, ქარალდის ხელსახოცს და თხევად საპონს მიაწვდის.
კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 150 გრამიან ერთ ცალ ტუალეტის ქაღალდში მთავრობის აპარატი 2 ლარსა და 80 თეთრს, ქაღალდის ხელსახოცში 9 ლარსა და 50 თეთრს იხდის.
აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ქსელებში არსებული ტუალეტის ქაღალდის ფასი ცალობაში საშუალოდ 0,60 თეთრიდან 0,80 თეთრამდე მერყეობს.