დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი "მსოფლიოს ეკონომიკური მთავრობის" შექმნის წინანადებით გამოდის.
ბრიტანეთის პრემიერის აზრით, მისი დაკომპლექტება მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის ჯგუფის საფუძველზეა შესაძლებელი.
მისი განცხადებით, ინდუსტრიულად განვითარებული ოცი ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რეგულარულ შეხვედრებზე ეკონომიკური განვითარების სტრატეგია განიხილონ და კრიზისების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი თავდასაცავი სისტემაც შექმნან.
" ეკონომიკურად განვითარებულ ყველა ქვეყანას საკუთარი ფინანსური ინსტიტუტები აქვს, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზეც აქტიურად მოქმედებენ. გლობალური პრობლემები გლობალურ მიდგომებსა და გლობალურ ქმედებებს საჭიროებენ," – აცხადებს კემერონი.
პრემიერი ფიქრობს, რომ, ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ფინანსური სექტორის კონტროლი, "საგადასახადო ოაზისების" სტატუსი და ტოპ-მენეჯერების პრემიების შეზღუდვა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი.