დღეს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დმანისის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.
დღესვე კონფერენციები გაიმართება ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სადაც ასევე, კონფერენციის შედეგად აირჩევენ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს.
,,დღეს ვიმყოფებით ქვემო ქართლის რეგიონში სადაც,ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა დმანისის მუნიციპალიტეტში . დღესვე, საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართება ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
ეს პროცესი დიდიხანია რაც, მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყებული გვაქვს. ჩვენ, ყველა ქალაქსა თუ რაიონში ჩავდივართ სადაც, ვირჩევთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს .
ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციის კონფერენციები სავარაუდოდ თებერვლის თვის ბოლოს დასრულდება“, _ განაცხადა კახა კალაძემ.