კონსერვატიული პარტიის დეპუტატისა და მსახიობის, სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს, საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმების დაწესების შესახებ, THE GUARDIAN ეხმაურება.
"გურია ნიუსი" გამოქვეყნებული სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
"THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, საქართველოში კანონპროექტის მიღებას აპირებენ, რაც რელიგიური უპატივცემულობის გამოხატვისთვის კანონით დასჯას ითვალისწინებს, რის გამოც მართლმადიდებელი ქრისტიანები შეშფოთებულები არიან.
კრიტიკოსების თქმით, კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა, შეიძლება ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, საქართველოში ეკლესია ეროვნული თვითმყოფადობის ისტორიულ დამცველად განიხილება და მსოფლიოს ყველაზე რელიგიურ ერებს შორის, ქართველები ეკლესიის კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან.
რაც შეეხება ქვეყნის პატრიარქს, ილია მეორეს, მას 2013 წლიდან ქვეყნის ყველაზე სანდო საზოგადო მოღვაწის სტატუსი აქვს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 818 ლარს შეადგენს, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის 300 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, ხოლო რელიგიური სიმბოლოს შებღალვისთვის 1000 ლარი.
მედია საშუალების ცნობით, კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს ყველა რელიგიური მრწამსის დაცვას, მიუხედავად ამისა, უმცირესობათა ჯგუფები კანონიდან სარგებელს არ ელოდებიან.
როგორც "ლიბერალთან" საუბარში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა, კანონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"კანონი არავის დაიცავს, უბრალოდ, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ძლიერი იარაღი იქნება,"_ განაცხადა გოცირიძემ.
მაუწყებლის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია მეჩეთისა და მედრესეს გახსნას ეწინააღმდეგება, რაც შიდა დაძაბულობის ნიშანია.
მისივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა კანონთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.
"კანონის ერთადერთი კრიტერიუმია შეზღუდოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და მორწმუნეები პრივილიგირებულ პოზიციაზე ამყოფოს,"_ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მაუწყებლის ცნობით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ისედაც პრივილიგირებულ პოზიციაზეა სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმების გამო, რაც საქართველოში ბაზილიკის ტიპის ეკლესიების მომრავლებაში აისახება.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის უკან ეკლესია არ დგას.
მაუწყებლის ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, 2 თებერვალს მმართველმა კოალიციამ კანონი მოიწონა, ხოლო უმცირესობამ მასის მხარდაჭერაზე უარი თქვა.
კანონპროექტმა მმართველ კოალიციაში და მის მიღმა აზრის გაყოფა გამოიწვია.
მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძიამ "ნეტგაზეთთან" განაცხადა, რომ კანონი სამოქალაქო თავისუფლების ბალანსს დაარღვევს.
"რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ინდივიდუალური დავის საკითხია და სახელმწიფომ შეიძლება არასოდეს იცოდეს კონკრეტული ინდივიდისთვის კონკრეტულად რა ქმედებაა შეურაცხმყოფელი,"_ განაცხადა კორძაიამ.