ნანა შაინიძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, დადებითად.
ვლადიმერ მელიქიძე, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, დამაკმაყოფილებლად.
ციალა კლდიაშვილი, ლანჩხუთი:
_ არაფერის თქმა არ შემიძლია.
ხათუნა რურუა, ოზურგეთი:
_ ჯერჯერობით, კარგად.
ტარიელ მდინარაძე, ოზურგეთი:
_ ძალიან კარგად. ყველას ჯობს, ვინც ამ დრომდე იყო.
ეთერ ჩიგოგიძე, ოზურგეთი:
_ ძალიან მომწონს. დაპირებებს თუ შეგვისრულებს, უკეთესი იქნება.
მაგული ჭკუასელი, ოზურგეთი:
_ კარგად შევაფასებ.
ნანა ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ ჩვეულებრივად.
ვასილ ბარამიძე, ჩოხატაური:
_ პრემიერ კვირიკაშვილის მუშაობის ას დღეს ასე შევაფასებ _ წინსვლა არის!
მერაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ აშკარად მოსაწონია პრემიერის კომუნიკაბელურობა და მართვის სტილი, თუმცა, მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხი კითხვებს აჩენს.
გოჩა კეკელიძე, ჩოხატაური:
_ დადებითად, მაგრამ ერთი და ორი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
ომარ შანიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან დადებითად.
ლეილა მეგრელიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან მომწონს კვირიკაშვილი, ვენდობი და მინდა, რომ საქართველო გამოიყვანოს გასაჭირიდან და შეწუხებული ხალხი არ დავინახოთ. საქართველოში ყველა უნდა იყოს მხიარული და ბედნიერი!
გიორგი კიკვაძე, ჩოხატაური:
_ მე ეს კაცი მომწონს და მას ბევრი აქებს.
თინათინ აბუსერიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან მიყვარს.