"სოთბის" სახლის აუქციონზე იშვიათი ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 15, 38-კარატიანი მსხლის ფორმის ვარდისფერი ბრილიანტი 31,6 მილიონ დოლარად მყიდველმა ტელეფონით შეიძინა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მყიდველის ვინაობა "სოთბის" სახლს ჯერ არ გაუმხელია.
მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი "სოთბის" აუქციონზე 2010 წლის ნოემბერში 46,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარდისფერი ბრილიანტი 24,78-კარატიანი იყო.