"ჩემი ძალაუფლება არის მხოლოდ ხალხის ნდობა, ჩემს სიტყვას აქვს ფასი" _ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რადიო თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტ „ ინტერVIEW“ -ში.
"ესეთი ვარ, როგორიც ვარ. თუ რუსთავი 2-ს სიცრუის მანქანას არ მოუსმენთ, ჩემს მოღვაწეობაში ვერ ნახავთ ვერცერთ ხაზს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამე გამეკეთებინოს" _ აღნიშნა ივანიშვილმა.