ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დეპუტატებს დღის წესრიგს გააცნობდა, მათ საკრებულოს ახალი წევრი "ქართული ოცნებიდან" ვასილ ჩიგოგიძე წარუდგინა.
გელა კობალაძემ დეპუტატს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
საკრებულოს ახალდაწყებული სხდომა დროებით შეწყდა, ამის მიზეზი არის ის, რომ განკარგულება უნდა მიიღონ, რის შემდეგ ჩიგოგოიძე ოფიციალურად მიიღებს მონაწილეობას სხდომის მსვლელობაში.