"გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც მოსწონდათ ის პრეზიდენტი, ეროვნული მუზეუმიდან თავის რეზიდენციაში რომ მიაქანებდა ფიროსმანის და გაბაშვილის ტილოებს!
სამაგიეროდ, ვერ იტანენ იმ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში აბრუნებს ფიროსმანის შედევრებს!" _ ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ზვიად კირტავა ივანიშვილის მიერ ფიროსმანის ნახატის შეძენას.
კირტავა ამ ფაქტზე "მოსალოდნელ კომენტარებსაც" აქვეყნებს:
_ "დაგვანებოს კაცო თავი, ამის გადამკიდე, ფიროსმანი მალე აღარავის ეცოდინება საზღვარგარეთ";
"თუ მართლა პატრიოტია, ამდგარიყო და 10 მილიონად ეყიდა – მაზანდა აეწია!"
"აი, ის ხე რომ არ გადაერგო, ხომ შეიძლებოდა, ფიროსმანის მეორე სურათიც ეყიდა!"
"არ ჯობდა, ვან გოგის "მზესუმზირები" ჩამოეტანა?!"_ წერს კირტავა სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილმა "სოტბის" აუქციონზე ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა