ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისადმი გუშინ გამოთქმულ მხარდაჭერას, ევროპარლამენტის წევრი და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინკას ლინკევიციუსი ეხმაურება.
როგორც ლინკევიციუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება დაუყონებლივ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევრო პარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ოქტომბერში გასამართი არჩევნების, სასამართლო რეფორმისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რის შემდეგაც, მარტინ შულცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ყველა პირობა შეასრულა, რის გამოც გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული.
სოციალურ ქსელში ასევე საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ემხრობა ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ევროპარლამენტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრიქსი.
როგორც ცნობილია, პაბრიქსსა და საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შორის საქმიანი სადილი შედგა, სადაც მხარეებმა არჩევნებზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
პაბრიქსი აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირის მიერ მიცემული ყველა საშინაო დავალება შეასრულა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას იმსახურებს.
ამავე თემაზე:
ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომხრეა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილებას გამოთქვამს