"COREPER II-მა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება ვერც ამჯერად მიიღო. საკითხს მიენიჭა ე.წ. "B სტატუსი" და მას 10 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები განიხილავენ. საბოლოო განაჩენიც მაშინ დადგება", _ ამის შესახებ ინფორმაციას ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ ჩხიკვაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი 9-10 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრაზე ვერ განიხილეს, უვზო მიმოსვლის საკითხი ოქტომბრამდე გადაიწევს.
ამასთანავე ჩხიკვაძემ განმარტა ვიზალიბერალიზაციის პროცესისი ძირითადი მიმართულება და აღნიშნა, რომ "9-10 ივნისს იმართება იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მანამდე ჩანიშნულია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელების/ელჩების (COREPER II) ორი შეხვედრა (არსებობს COREPER I ელჩების მოადგილეების დონეზე, მაგრამ ის შინაგან საქმეთა და იუსტიციის საკითხებს არ განიხილავს)".
"იმ შემთხვევაში, თუ COREPER II-ზე კონსენსუსი არ შედგა ნებისმიერ ქვეყანას, ვინც მონაწილეობს საკითხის განხილვაში შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დებატები საბჭოში. ასეთ დროს საკითხს ენიჭება ე.წ. "B სტატუსი" შეიძლება დაუბრუნდეს უკან "ვიზის სამუშაო ჯგუფს" ან დისკუსიისთვის გავიდეს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე. ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ მინისტრებმა დებატების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში უკვე არის შეტანილი საკითხი ეს ნიშნავს, რომ თემა ე.წ. "ვიზის ჯგუფში" აღარ დაბრუნდება და გავა შეხვედრაზე ან "A" ან "B" სტატუსით.
ცნობისთვის, COREPER II-ის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 15 ივნისს. ანუ მას შემდეგ რაც ჩატარდება 9-10 ივნისს დაგეგმილი შსს და იუსტიციის მინისტრთა საბჭო. ხოლო მომდევნო შინაგან საქმეთა და იუსტიციის საბჭოს შეხვედრა კი დაგეგმილია 13-14 ოქტომბერს", _ ამბობს ჩხიკვაძე.
ამავე თემაზე:
გვექნება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ზაფხულში
ევროპარლამენტს საზაფხულო არდადეგებზე გასვლამდე ორი სხდომა აქვს დაგეგმილი – ჩხიკვაძე
ევროკავშირი მიგრანტების კრიზისის გამო ვიზალიბერალიზაციის პროცესს აფერხებს
ევროპარლამენტმა თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის პროცესი შეაჩერა
რას აცხადებს ევროკომისარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიქართული გეგმა ჩავარდა" _ ზვიად კვაჭანტირაძე განცხადებას ავრცელებს
"არავითარი "ვიზა ლიბერალიზაციის კენჭისყრა" არ ყოფილა" _ კანდელაკი კვაჭანტირაძეს პასუხობს
ზვიად კვაჭანტირაძე: "ოჰ, ეს თმენის ვალდებულება რააა!"
გიორგი კვირიკაშვილი: "ესაა ჩვენი დაბრუნება ევროპაში დამოუკიდებლობის პერიოდის შემდგომ"
ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას
პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო
ევროპარლამენტის კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20-21 აპრილს განიხილავს
რა სასიხარულო ამბავი ჩამოიტანა საქართველოში ევროკომისარმა
გვექნება თუ არა ზაფხულში უვიზო მიმოსვლა ევროპასთან
მითები და რეალური ფაქტები უვიზო მიმოსვლის შესახებ
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულისთვის დასრულდება – დავით ბაქრაძე
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში" _ ბერნარ კუშნერის მილოცვა საქართველოს