უეფა-მ რუსეთის ნაკრებს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსეთის მხარდამჭერებს ასევე ბრალი ედებათ რასიზმსსა და თამაშის დროს აალებული ასაფეთქებლების გაშვებაში.
საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, მარსელში ინგლისისა და რუსეთის გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში რუსეთის ნაკრების 50 კარგად გაწრთვნილი მხარდამჭერია დამნაშავე.
მაუწყებლის ინფორმაციით, საფრანგეთმა ასევე რუსეთის მხარდამჭერების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება დაიწყო.
ამავე თემაზე
გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში 150 პირს ედება ბრალი
რა იკრძალება საფრანგეთში ევრო 2016-ის დასრულებამდე
ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებსა და მარსელის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა