საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ფარული კადრების გავრცელება "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მონაწილეობით მოხდა.
როგორც ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედია საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ელისო კილაძე არის "სიცრუის ეტალონი" და "სიცრუის გამავრცელებელი".
"ეჭვი მაქვს, რომ თქვენი მონაწილეობით გაკეთდა ეს ყველაფერი. როგორც ვიცი, თქვენთან გავრცელდა ეს კადრები. ელისო კილაძისთვის სიცრუე არის ეტალონი. სიცრუის ეტალონი ხართ და სიცრუის გამავრცელებელი",_ მიმართა ივანიშვილმა კილაძეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კილაძემ თქვა, რომ უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში და იმედოვნებს, საქმის გამოძიება დროზე დასრულდება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრა 2 საათზე მეტხას გაგრძელდა. ივანიშვილი კილაძის საკითხს პრესკონფერენციის დროს რამდენჯერმე მიუბრუნდა და აღნიშნა, რომ ელისო კილაძე, "ტაბულა" და "რუსთავი2" შეთანხმებულად ავრცელებენ სიცრუეს.