შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
უწყების ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1182 ფაქტი.
კერძოდ, 2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული, მათ შორის:
“ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 21 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 11 ფაქტი;
ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) – 2 ფაქტი;
სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) – 2 ფაქტი;
პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.
დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის:
წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) – 24 ფაქტი;
პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) – 18 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 18 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი“, 1 შეკვრა ე.წ. „ბიო“ და სხვა.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.