იმ შემთხვევაში თუ ფულის უკმარისობას განიცდით, შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ლიდერ კომპანია vivus ge-ს, სადაც ონლაინ სესხები ყველაზე ხელსაყრელ პირობებსა და ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
Vivus-ში შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე sesxi სულ რაღაც 5,7%-ად.
თუმცა სანამ ისესხებთ, სჯობს დაზოგოთ და სწორედ ამიტომ დღეს vivus.ge-ს ბლოგი მოგცემთ რამდენიმე რჩევას იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეამციროთ ხარჯები.
რჩევა N1 _ სწორად გათვალეთ საკრედიტო ხარჯები.
ფინანსური კრიზისის დროს კრედიტის აღება რა თქმა უნდა ნორმალურია, მაგრამ ეს ნაბიჯი კარგად უნდა გათვალოთ, გაიაზროთ და დაგეგმოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების მოგვარების მიზნით აღებული ვალი შესაძლოა, ახალ პრობლემად იქცეს.
რჩევა N2 _ გამოუცხადეთ ომი ბრენდებს.
გახსოვდეთ, ბრენდული სამოსი, ნივთები და აქსესუარები ფუფუნების საგნებია.
დაფიქრდით შეგიძლიათ თუ არა თქვენი ყოველთვიური შემოსავლით საკუთარი თავისთვის ფუფუნების უფლების მიცემა.
თუ ამ კითხვის პასუხი უარყოფითია, მაშინ უმჯობესია არჩევანი უბრალოდ ხარისხიან პროდუქციაზე შეაჩეროთ და თუნდაც დროებით, უარი თქვათ ყველანაირ ძვირადღირებულ, ბრენდულ შენაძენზე.
რჩევა N3 _ გადახედეთ ურთიერთობას მეგობრებთან და ნათესავებთან.
დაფიქრდით იქნებ თქვენ ზედმეტად ბევრ ფულს ხარჯავთ ახლობლებზე. სხვებზე ზრუნვა და მათთვის ფულის სესხება კეთილშობილური ქცევაა, მაგრამ შესაძლოა ამ კეთილშობილებამ თქვენ დაგაზარალოთ.
რჩევა N4 _ უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე.
ეს საკვები არც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო და არც თქვენი ბიუჯეტისთვის.
ნახევარფაბრიკატების ერთადერთი დადებითი თვისება გახლავთ სწრაფი და მარტივი მომზადების პროცესი.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა პროდუქტები ბევრად უფრო დაბალ ფასად და თავად მიიყვანოთ ის ნახევარფაბრიკატის დონეზე.
რჩევა N5 _ გააკონტროლეთ წვრილმანი ხარჯები.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა გახლავთ, რადგან სწორედ წვრილმანი ხარჯებია ფულის შეუმჩნეველი გზით გადინების მთავარი მიზეზი.
გამუდმებით აკონტროლეთ ყველანაირი წვრილმანი ხარჯი, შესაძლოა ზედმეტი ერთი ლარის დახარჯვა არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ ამას ასჯერ გააკეთებთ, უკვე 100 ლარია.
რჩევა N6 _ ეკონომია მსხვილ დანახარჯებზე.
ავტომობილი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ყავის მანქანა და მსგავსი ნივთები მართალია კომფორტს გვიქმნის, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისად მაღალია, სჯობს სამსახურში ავტობუსით იაროთ, ჭურჭელი ხელით რეცხოთ, ყავა გაზქურაზე მოადუღოთ და ა.შ.
რჩევა N7 _ მკაცრად აკონტროლეთ ხარჯები.
გქონდეთ ფინანსური გეგმა. ზუსტად აღწერეთ შემოსავლები და ხარჯები. შეამოწმეთ მათი შესაბამისობა. თუ შემოსავალი გასავალზე უფრო მაღალია მაშინ შეამცირეთ ხარჯები. (R)