დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის შენობაში საბავშვო ბიბლიოთეკა გახსნა და საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გახორციელდა.
“მინდა მოგილოცოთ ახალი ბიბლიოთეკის გახსნა. ეს პროექტი გულისხმობს განვითარებას, ახლის შეცნობას და წინსვლას. სიმბოლურია ისიც, რომ ეს დღე გაზაფხულის პირველ დღეს დაემთხვა, რაც თავისთავად სიახლეების დასაწყისს ნიშნავს, _ განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
“დღეს საფუძველი ჩავუყარეთ სასიამოვნო პრეცედენტს. დაბაში გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყო ჩართულები მსგავს პროცესებში და მხარს დავუჭიროთ ასეთ ინიციატივებს. – აღნიშნა ოზურგეთის გამგებელმა.