სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთა მოედანზე აღნიშნეს. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს.
1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა, რომელიც ქართულმა შენაერთებმა ღირსეულად მოიგერიეს და პოზიციები გაიმაგრეს.
მაგრამ, ამ უთანასწორო შეტაკებას შეეწირა და ბრძოლაში დაიჭრა ასობით ქართველი მებრძოლი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. (R)