პარლამენტის დეპუტატი, რომლის ვინაობა ჯერ დაუდგენელია, პარლამენტის სხდომის დროს კურიოზების ყურებით არის დაკავებული. როგორც ფოტოზე ჩანს, კანონმდებელი, ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილის და პოლიტიკოს გოგი წულაიას იმ ჩანაწერს უყურებს, სადაც პოლიტიკოსის გამონათქვამების გამო, ჟურნალისტმა სიცილი ვერ შეიკავა.
“სხდომაზე რომ ზიხარ, ქვეყნის საჭირბოროტო კანონპროექტებს განიხილავ, თუ არ ჩაუჯექი ინტერნეტს და არ გვისმინე მე და Gogi Tsulaiaს რაა პარლამენტარობა?! არ ვიცი, ვინ არის, ბოლო მოწვევის დეპუტატებს სახეზე ძლივს ვცნობ და კეფით ამოცნობა, მართლა გამიჭირდა…. თუ ვინმემ ,,შეიცანით” – მომიმესიჯეთ ტელეფონი _ ,,ლაივში” გავებაასებოდი, ოღონდ ხუმრობის გარეშე (ისე, დღის წესრიგს გადავხედე და კიდე მე შემრცხვა), _ წერს ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი.