ოზურგეთის სარაგბო კლუბმა “არწივებმა” 2017-2018 წლის პირველი ლიგის გათამაშების სეზონისათვის მოსამზადებელი ვარჯიშები დაიწყეს. კლუბის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის თქმით, კლუბის შემადგენლობა გაძლიერდა.
“გუნდში დაგვიბრუნდნენ ჩვენი აღზრდილები ლაშა დონაძე, მამუკა ჩანჩიბაძე და ხუთი მოთამაშე ბათუმის გუნდიდან.
“მე და ზვიად უნგიაძეს გვქონდა სამუშაო შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და ჩვენი კლუბის საპატიო პრეზიდენტთან არჩილ თალაკვაძესთან, სადაც ჩვენი კლუბის სამომავლო გეგმები, ოზურგეთში რაგბის სტადიონის კაპიტალური განახლების და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საკითხები განვიხილეთ. შეხვედრას რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ ბატონ არჩილს ჰქონდა კომუნიკაცია ინფრასტრუქტურის მინისტრთან და არსებობს წინასწარი შეთანხმება, რომ მომდევნო წელს ოზურგეთში რაგბის სტადიონის სრული განახლება და აღჭურვა მოხდება. ასევე, გვერდით გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, _ გვითხრა თენგიზ კალანდაძემ.