31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ, თუ გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას ეძღვნება.
გარემოს დაცვის სამინისტრომ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელებით და ფულადი პრემიით 37 რეინჯერი დაჯილდოვდა. ასევე, კომპენსაცია გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს.