ბროწეული არის “ზარმაცი” ნაწლავების მასტიმულირებელი და კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება, აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მდიდარია ცხიმის გამხსნელი F და E ვიტამინებით.
პაპაია წევს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას. მისი წვენისგან იღებენ მცენარეულ ფერმენტს – პაპაინს, რომელიც ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.
მანგო მსუბუქი გამხსნელია, ერთი მანგო შეიცავს გულ-სისხლძარღვებისთვის აუცილებელ კალიუმის დღიურ ნორმას. ხის ქერქი, რომელიც შეიცავს ნივთიერებას – მანგოფერინს, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. მანგოს ზეთი ხელს უწყობს კანის დატენიანებას.
ანანასი წმენდს სისხლსა და ააქტიურებს იმუნურ სისტემას, სასარგებლოა ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ანანასის ნიღაბი აახალგაზრდავებს სახის კანს.
შტოში ადამიანს აღავსებს ენერგიითა და სახის კანს აჯანსაღებს, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას და არეგულირებს სისხლის შედედებას.